Wednesday, December 12, 2018

პროექტის მუშაობა

კომპანიის დაარსების ოფიციალურ თარიღად 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა „ბეემვეს“ ისტორია რამდენიმე წლით ადრე დაიწყო.
1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო (იმ ნიკოლაუს ოტოს შვილი, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. აღნიშნული ორი ფირმა პირველი მსოფლიო ომის დროს იძულებით გაერთიანდა და თვითმფრინავის ძრავების გამოშვება დაიწყო.
1916 წელს კომპანიამ სახელი გადაირქვა და „ბაირიშე მოტორენ ვერკე“ ეწოდა. 1917 წელს „ბეემვეს“ ემბლემაც შემუშავდა – მოტრიალე პროპელერის სიმბოლო. ამავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, მაქს ფრიცმა6-ცილინდრიანი საავიაციო ძრავა – ტურ-3ა შექმნა, შემდეგ კი – მოტორ-4, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში, როცა ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.

მაქს ფრიცმა გამჭრიახობა 1918 წელსაც გამოიჩინა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აიკრძალა. „ბეემვეს“ გაკოტრება ემუქრებოდა, მაგრამ მაქსმა მოტოციკლების წარმოება დაიწყო. მან გამოუშვა R-32, რომლის სერიული წარმოება 1923 წელს დაიწყო და მალევე გახდა პოპულარული.